“აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ” – პაპუაშვილი

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირებზე, რომლებიც ქმედითია როგორც საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეების ურთიერთობაში, ისე, თემატურ კომიტეტებს შორის.

“აღვნიშნეთ მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა კავშირების შემდგომი განვითარებისთვის.

ხაზი გაესვა საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებების პოლიტიკურ ხედვებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გავუსვით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობას.

ასევე, აღვნიშნე საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სამმხრივ ფორმატში.

აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და, ამ მხრივ, აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა დავადასტურე”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები