“ევროკავშირის მაღალჩინოსნებს FARA-ს კანონის მიღება არ უნდოდათ და საქართველო მოიმიზეზეს, ჩვენ რომ მივიღოთ, საქართველოს ვეღარ მოვთხოვთ გაუქმებასო” – ამირან სალუქვაძე
“ევროკავშირის მაღალჩინოსნებს FARA-ს კანონის მიღება არ უნდოდათ და საქართველო მოიმიზეზეს, ჩვენ რომ მივიღოთ, საქართველოს ვეღარ მოვთხოვთ გაუქმებასო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო მაინც იღებს ამ კანონს, USAID-ის სკანდალის და აღიარებების შემდეგ.
“ტრამპის თქმით სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის მოცულობა (ე.წ. ატკატებმა), შესაძლოა, 1 ტრილიონ დოლარს აღწევდეს. ჩვენ ვიპოვით ამ თანხებსო.
ახლა ევროკავშირს სჭირდება რევოლუციური სიო, NED-ის, ევროპარლამენტის და საპარლამენტო ასამბლეის გაუქმება და FARA-ს კანონი.
ევროკავშირის მაღალჩინოსნებს FARA-ს კანონის მიღება არ უნდოდათ და საქართველო მოიმიზეზეს, ჩვენ რომ მივიღოთ, საქართველოს ვეღარ მოვთხოვთ გაუქმებასო.
საქართველო მაინც იღებს ამ კანონს, USAID-ის სკანდალის და აღიარებების შემდეგ. ჰოდა, ნუღარ მოგერიდებათ ჩვენი. მწვანე შუქია. ოღონდ, ისეთი კანონი მიიღეთ, რომ ბოლო ორი მოწვევის ევროპარლამენტარებსაც შეეხოთ.
თუ მიღება არ გინდათ და გაწყობთ ლობიზმის და პოლიტიკური კორუფციის შემდგომი აყვავება, შეგიძლიათ სხვა მიზეზი მონახოთ. კატარის სკანდალის მადლმა”, – წერს სალუქვაძე.