ევროკავშირისთვის დაწესებული დაუსაბუთებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირზე დაუსაბუთებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ კონტრზომებს,- ამოს შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ევროკავშირი თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად იმოქმედებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, დააწესოს ტარიფები ევროპულ ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. ტარიფები გადასახადებია – ცუდი ბიზნესისთვის, უარესი მომხმარებლებისთვის.

ევროკავშირზე დაუსაბუთებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ კონტრზომებს. ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშებს, ბიზნესს და მომხმარებლებს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ყველა ქვეყანას ეხება და ძალაში 12 მარტს შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები