გვატემალაში, ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა გვატემალაში, როდესაც ავტობუსი დამცავ ლიანდაგს დაეჯახა და ხევში ჩავარდა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსი სან აუგუსტინიდან გვატემალას დედაქალაქში ბრუნდებოდა, როცა 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტობუსში, დაახლოებით, 70 ადამიანი იმყოფებოდა.

გადარჩენილი მგზავრები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

გვატემალის პრეზიდენტმა ბერნარდო არევალომ მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის გამო და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარი ფაქტი ლათინურ ამერიკაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები