“შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ღია მოწოდებას მაიდნისა და რადიკალიზაციისკენ, შვედეთში არავინ არ გამიჯვნია” – პაპუაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დაფინანსებაზე საუბრობს
“ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” რადიკალური დღის წესრიგის უკან – შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება.
შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისა და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ არ გამიჯვნია”, – წერს პაპუაშვილი.