გიორგი გამსახურდია: მოქალაქე გვარამიას განცხადება, შეიცავს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას
„ნიკა გვარამიას განცხადება სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას ნიშნავს, რაც ცალსახად დანაშაულია“ – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას.
„პირველ რიგში, პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ პოლიტიკოსად მოვიხსენიო. მოქალაქე გვარამიას განცხადება, შეიცავს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას, რომელიც ცალსახად დანაშაულებრივია და ეს თავადაც იცის. თუ სურს თავისი თანამოაზრეების ბედი გაიზიაროს, ამ შემთხვევაში, სწორი გზა აურჩევია. გზა დავულოცოთ!“, – წერს გიორგი გამსახურდია.
“ან დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად ემიგრაციაში”, – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში