აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ის გაყვანის შესახებ,- ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

“მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გაერო-ს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ის არ ამართლებს ამ პოტენციალს ახლა”,- განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე.

ბრძანების თანახმად, შემცირდა გაერო-ს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს მომავალი დაფინანსება, რომელიც დახმარებას უწევს პალესტინელებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი აღმასრულებელი ბრძანება მიიღეს იმავე დღეს, როდესაც ისრაელის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები