ტრამპი – შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ღაზას სექტორი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს
შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და იქ სამუშაოს განახორციელებს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, მას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა „აიღოს“ ღაზა და დაასახლოს პალესტინელები.
“პასუხისმგებელი ვიქნებით ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდავი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ჩავატარებთ ნამდვილ სამუშაოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე შესთავაზა პალესტინელებს გადასახლება ღაზას საზღვრებს გარეთ, სანამ ის აღდგება. ასევე, მისივე თქმით, საცხოვრებლად ეს უნდა იყოს საერთაშორისო ადგილი და მოსახლეობა უნდა იყოს წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან.
ამასთან, “ჰამასმა” ტრამპის გეგმას “აბსურდული” უწოდა.
„ტრამპის განცხადებები ღაზას გაზის კონტროლის სურვილზე სასაცილო და აბსურდულია და ამ ტიპის ნებისმიერ იდეას შეუძლია რეგიონის კონფლიქტის გაღვივება“,- განაცხადა ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი აბუ ზუჰრიმ.