ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდე, თუ ეს ერთადერთი ვარიანტია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, თუ ეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი ვარიანტია.

შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუში გააკეთა.

„თუ ეს არის ერთადერთი კონფიგურაცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას უკრაინელებისთვის და არ დავკარგოთ ხალხი – რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივაღწევთ“, – თქვა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირადი დამოკიდებულება რუსეთის ლიდერის მიმართ არარელევანტურია და მას მტრად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები