უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ს არ სურს დაეხმაროს უკრაინას ნატოში გაწევრიანებაში, მაშინ მას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტია – ბირთვული იარაღი.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურდეს.
„ამ შემთხვევაში სრულიად სამართლიანი კითხვა ჩნდება: რა დაგვიცავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში, მთელ ამ გზაზე?
რა მხარდაჭერის პაკეტი, რა რაკეტები? გვაძლევენ ატომურ იარაღს? მერე მოგვცემენ ბირთვულ იარაღს?
მოდით ასე მოვიქცეთ: დაგვიბრუნეთ ბირთვული იარაღი, მოგვაწოდეთ სარაკეტო კომპლექსები, პარტნიორებო, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში, გადმოიყვანეთ თქვენი კონტინგენტი ჩვენი სახელმწიფოს იმ ნაწილებში, სადაც გვსურს სიტუაციის სტაბილურობა, რათა ხალხი მშვიდად იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერს მორგანთან ინტერვიუში.