„ვივამედის“ დირექტორი: ჩვენთან შემოყვანილია პაციენტი მზია ამაღლობელი, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ჩვენთან შემოყვანილია პაციენტი ამაღლობელი და მკურნალობს სტაციონარის პირობებში, – ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პირველ არხთან განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ჩვენთან შემოყვანილია პაციენტი ამაღლობელი და მკურნალობს სტაციონარის პირობებში. ის ჰოსპიტალიზებულია და მკურნალობს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები