ლავროვი: რუსეთის საგარეო პოლიტიკის შემობრუნება დასავლეთისკენ შეცდომა იყო

სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დასავლეთის მიმართ ყოვლისმომცველი შემობრუნება შეცდომა იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენი დიდი სინანულით, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ, რაც რუსეთი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ე.წ. დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახლა უკვე აღიარებულია ყველას მიერ, მათ შორის სახელმწიფო დონეზე“, – თქვა ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკასთან პარტნიორობის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეცდომა კარგი გაკვეთილი იყო რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის და ქვეყნის მცხოვრებთა ამჟამინდელი თაობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები