პესკოვი: ტრამპმა უკრაინას, ფაქტობრივად, სამხედრო დახმარების ყიდვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესი უკრაინის იშვიათი მიწიერი ლითონებით არის შეთავაზება კიევისთვის ამ გზით სამხედრო დახმარების შესაძენად,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის წინადადება, რომ უკრაინამ შეიძინოს დახმარება, ანუ ამერიკამ არ გააგრძელოს მისი მიწოდება უსასყიდლო ან სხვა საფუძველზე, არამედ მიწოდება იყოს კომერციულ საფუძველზე“, – თქვა კრემლის სპიკერმა.
იმავდროულად, რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ გაუწიოს დახმარება უკრაინას და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინიდან იშვიათი მიწიერი ლითონების მიღება სურს.