ჩრდილოეთ სირიაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოცამდე გაიზარდა
სირიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით პირი, – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ქალაქ მანბიჯის სამხრეთ გარეუბანში, მთავარ გზაზე აფეთქდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ პირობა დადო, რომ “ტერორისტული თავდასხმის დამნაშავეებს ყველაზე მკაცრი სასჯელი დაეკისრებათ”
შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე თავდასხმაა ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება ჩამოაგდეს.