Wyndham Grand Tbilisi: 2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ტურისტულ გამოფენაში 45-მდე კერძო კომპანიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, OTM-2025-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს Wyndham Grand Tbilisi-ის წარმომადგენელი მაკა მანდარია.

„ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა წარმატებული იქნება და დიდი იმედი გვაქვს ამ ტურისტული ბაზრის, ინდოეთიდან გვაქვს პირდაპირი ფრენა, კერძოდ დელიდან და ვფიქრობ 2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის მაჩვენებლის ზრდას. ეს გამოფენა წარმატებულია, შეხვედრები საკმაოდ საინტერესო იყო. სამომავლოდ კიდევ თუ გაგრძელდება ინდოეთის გამოფენები ძალიან საინტერესო იქნება, როგორც სასტუმროებისთვის, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა“,- განაცხადა მაკა მანდარიამ.

OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები