ეგეოსის ზღვაში მიწისძვრის ბიძგები 1 კვირაა გრძელდება
ეგეოსის ზღვაში მიწისძვრის ბიძგები 28 იანვრიდან დაწყებული დღემდე ფიქსირდება,- ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, 1 კვირის განმავლობაში 571 მიწისძვრა დაფიქსირდა.
ექსპერტები ამ აქტივობას „მიწისძვრის ქარიშხალს“ უწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ პროცესი ყურადღებით უნდა იქნეს დაკვირვებული.
“მიწისძვრის ქარიშხალი არის პროცესი, რომლის დროსაც ხშირად ხდება საშუალო და დაბალი ინტენსივობის მიწისძვრები, რომლებიც გრძელდება დღეების, კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში. ის ჩვეულებრივ ვლინდება მიწისძვრებით 5-დან 5,5 მაგნიტუდამდე. ეს არის ეგეოსის ზღვის რეგიონის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება“,- აღნიშნულია AFAD-ის მიწისძვრის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.