გაჩიანში 24 წლის ბიჭი დაიღუპა – ის მეგობრის მიერ შემთხვევით გავარდნილ ტყვიას ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში უბედური შემთხვევა მოხდა – მეგობრის მიერ შემთხვევით გავარდნილ ტყვიას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 116-ე – რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნა- გასაღებას გულისხმობს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები