გიორგი გამსახურდია: რონ პოლის ვიდეოში ასახულია, თუ რა მავნებლურ საქმიანობას ეწეოდა ბაიდენის ადმინისტრაცია, ფული ხმარდებოდა „დიფ სთეითის“ ინტერესებს და დამღუპველ ლგბტ პროპაგანდას; პირდაპირ საუბრობს პოლი საქართველოს არჩევნებში ჩარევაზე

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ USAID-ის საქმიანობის შესახებ გაზიარებულ ვიდეოკოლაჟს ეხმაურება, სადაც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც არის შესული.

გამსახურდია წერს, რომ USAID-ის ფული ხმარდებოდა „დიფ სთეითის“ ინტერესებს მსოფლიოში და დამღუპველ ლგბტ პროპაგანდას.

„რონ პოლის ვიდეოში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს, ასახულია თუ რა მავნებლურ საქმიანობას ეწეოდა USA გადამხდელების ფულით, ბაიდენის ადმინისტრაცია. ფული ხმარდებოდა „დიფ სთეითის“ ინტერესებს მსოფლიოში და დამღუპველ ლგბტ პროპაგანდას. პირდაპირ საუბრობს პოლი, მათი მხრიდან საქართველოს არჩევნებში ჩარევაზე“, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები