Politico: ვლადიმერ პუტინი რუსულ ევროვიზიას იწყებს

პუტინი რუსულ ევროვიზიას იწყებს. სიმღერის კონკურსის მოსკოვის ვერსიას, სავარაუდოდ, ორიგინალისგან განსხვავებული ვიზუალი ექნება,- ამის შესახებ ინფორმაციას “პოლიტიკო” ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის რუსული ვერსიის დაარსების შესახებ,- ინფორმაციას “პოლიტიკო” ავრცელებს.

ახალ კონკურსს Intervideniye (ინტერვიზია ინგლისურად) დაერქმევა და სავარაუდოდ, ორიგინალისგან განსხვავებული ვიზუალი ექნება.

კონკურსს ზედამხედველობას გაუწევს კრემლი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ჩერნიშენკო დაინიშნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 25-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, უკვე გამოხატეს ინტერესი მსგავს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთს ევროვიზიაში მონაწილეობა მას შემდეგ აეკრძალა, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები