“გიორგი სანაიას და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დამკვეთობაში მავანთა მიმართ ბრალმდებლები და ბრალდებულად წოდებულნიც ერთ ნავში სხედხართ ახლა და არ დანებდეთ – მსგავსი ერთობა გაფრთიანებთ” – გიორგი მამაცაშვილი
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს კადრები ერთ-ერთ ფეისბუქ-მეგობარს ედო სოციალურ ქსელში და წამოღება გადავწყვიტე თავისივე მინაწერით.
მართლა არ ვიცი, ეს “ოკმელა” ვინაა და არც ის ვიცი, ქართველი თეატრალების “დოი-კოტი” როგორ და რანაირად გრძელდება, მაგრამ უნდა ითქვას: ქართულ პოლიციაზე მოძალადე ნებისმიერმა პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე!
ნებისმიერმა!
კანონით!
გაყიდული ტელევიზიის ჟურნალისტად მომუშავე ეკა მიშველაძე აცხადებდა ეთერში – “ასლარიანებს” ეძახდნენ პოლიციელები მშვიდობიან მომიტინგეებს და ეს როგორ შეიძლებაო…
სამწუხაროდ, მართალს ამბობს მოქალაქე მიშველაძე.
ეგენი ასლარიანები არ არიან და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
მაგალითად, ეკა გიგაურისა და ლიაკა ხოშტარიას კანტორები ასიათასობით ლარს იღებენ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში და ასი ლარი რა მოსატანია?!
გუბაზ სანიკიძე დაგავიწყდათ?
აკი, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ, საპარლამენტო ტრიბუნიდან მიახალა სიმართლე – ასი ათას დოლარად გაყიდული მოღალატე ნაძირალა ხარო…
ან, თემურ ალასანია არ გახსოვთ?
მილიონს იხდიდა ვინტოვკიან სნაიპერში!
ეეეჰჰჰ… ესენი რომ “კუშებს” ეთამაშებიან, ჩვენ რას მოვალთ მათთან.
ასლარიანიო…
თუ, როგორ გგონიათ, გიგი უგულავა ასი ლარის იმედად დადის აქციებზე და ას ლარად ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს – კადაფის ბედი სანატრელი გექნებაო?!
არადა, მართლა ჩვენი ბრალია…
რაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, გივია თარგამაძის, ბოკერიას, გვარამიას, უგულავას და კეზერაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ქართველი ერის წინაშე – კადაფის, ჩაუშესკუსა და მუსოლინის ბედი ზედგამოჭრილი იყო მათთვის!
მაგრამ, ჩვენ ხომ მიმტევებელი ხალხი ვართ?!
ჰოდა, აი, შედეგიც…
“ობოლო, ვის მოკლავ და – გამზრდელსო” – ასეა ჩვენი საქმეც.
ან, “ასლარიანებს” ეძახდნენო, მოთქვამს მოქალაქე მიშველაძე და იმეორებენ სხვა მოქალაქე “საშველაძეები”…
სკაბრეზი მე მაპატიე, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ შეხსენება და გამეორება აუცილებელია და დამჭირდა ამ სიბინძურეების გამოყენება ტექსტში: “ყ*ეებო”, “თქვენს დედებს შევე*ით”, “ნაბო*ვრებო”, ” მონებო”, “ნაბი*ვრებო”…
ეს იმ მიმართვათა უმცირესი ჩამონათვალია, რასაც ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები ხმარობენ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისა და განსაკუთრებით, პოლიციელთა მისამართით.
ხან ლექსად და ხანაც, – სიმღერით.
ალბათ, მოქალაქე მიშველაძესაც და სხვა მოქალაქეებსაც – “საშველაძეებსაც” და “ნაშველაძეებსაც” ყურები აქვთ დახშული და არ ესმით მსგავსი სიბილწეები.
ან, იმდენად აქვთ ყური შეჩვეული მსგავსს, რომ იავნანად ჩაესმით “ყ*ის” და “ნაბი*ვრის” ძახილი და აღარ აქვთ რეაქცია…
რას ვიზამთ, – როგორც ერთ ძველებურ ნათქვამშია – “კალოში მათია და სადაც უნდათ, იქ დადებენ…”
P.S.
ბევრი მეკითხება და აქ დავწერ ბარემ.
დიახ, როგორც ამბობენ, მზია ამაღლობელი ჟურნალისტია.
ყოველ შემთხვევაში, მას ასე მოიხსენიებენ დღეს.
დიახ, მან ხელი დაარტყა პოლიციის მაღალჩინოსანს ირაკლი დგებუაძეს.
და ამას არათუ უარყოფენ, – ამაყობენ კიდეც ამით.
დიახ, ძალიან ცუდია ნებისმიერი მოქალაქის ნახვა გისოსებს მიღმა…
მით უფრო – ჟურნალისტის.
მით უფრო – მანდილოსნის.
მით უფრო – დედის.
მით უფრო…
და ბევრი “მით უფრო” შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ვთქვათ ცალსახად: კანონი კრძალავს და სჯის პოლიციელზე მოძალადეს!
კანონი სჯის, ზოგადად, მოძალადეს!
ერთიცაა: სვავები დღესაც ერთადერთი სურვილით არიან აღვსილნი – რამე დაემართოს მზია ამაღლობელს.
ჯანმრთელად ამყოფოს ღმერთმა ისევ საკუთარი “კეთილმოსურნეებისგან” სასიკვდილოდ გამეტებული ამაღლობელი!
ისე, აღიარებასაც არაფერი არ უდგას წინ.
ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ბონდო მძინარაშვილმა დაწერა და გავიმეორებ: გმირად შერაცხულმა ვაჟა ექიმმა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს სთხოვა შეწყალება, ბოდიშები იხადა და გამოუშვეს კიდეც.
რა აჩემებაა – საკუთარ ქვეყანასთან რომ აღიარო თუნდაც შეგნებულად და გნებავთ, უნებლიედ დაშვებული დანაშაული(!) და კრიჭაში არ ჩაუდგე საკუთარ ხალხს…
რა კარგადაა ნათქვამი ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლში “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი” – “საკუთარ ერს არ ებუტებიან!”
ჰოდა, ნუ გაებუტებით საკუთარ ხალხსა და სამშობლოს, თუ ვინმე როთის დაფინანსებულთა მსგავსად, თქვენც უსამშობლოთა რიცხვს არ მიეკუთვნებით…
ჩემი კოლეგა და მეგობარი ზაზა დავითაია წერდა და მეც ვეთანხმები – სხვათა შორის, მსგავსი აღშფოთება უკანასკნელი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში ირაკლი დოკვაძის პატიმრობის გამო არ გამოუხატავთ “პატრიოტებს”…
არშემდგარი ტერაქტის გამო, შეკრებითობის პრინციპით, რისთვისაც ზვიად გამსახურდიაც გაასამართლეს წლების წინ, პატიმრობას იხდის, აგერ უკვე, ოცდაშვიდი წელია, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
დოკვაძეზე ვინმეს ხმა ამოგიღიათ ოდესმე?
დედაა, მანდილოსანია და პროფესორიც კია გიული ალასანიაც და კი შერჩა ხახვივით აგვისტოს ომის დღეებში ლარად ნაყიდი “გეპეის” კორპუსებიც!
ვაპატიოთ?
ალეკო ელისაშვილსაც ეპატია მდინარაძეზე და ბაბაევზე თავდასხმა და გავხდეთ უფრო ტოლერანტულები და მიმტევებლები და დედაც სტირებია ამ ქვეყანას?
ეს მოგწონთ?
მე არ მომწონს!
ჟურნალისტი ვიყავი 1992-შიც, 2003-შიც, 2007-შიც, 2008-შიც და 2011-შიც, დარბეულიც ვიყავი, გამომცემლობა “სამშობლოდან” გამოდევნილიც, 2011 წლის 26 მაისს 37 რეზინის ტყვიით დაცხრილულიც და ნათრევ-ნაცემიც, მაგრამ ინდულგენცია არავის მოუნიჭებია ჩემი პროფესიის გამო!
სხვათა შორის, სმენას და მხედველობას არ ვუჩივი და არც “რეჟიმებთან” მებრძოლი ამაღლობელის ხმა არ მსმენია და პროტესტი არ დამინახავს მაშინ!
ესაა მწარე სიმართლე და ნუ გამოხვალთ ახლა რომის პაპზე მეტი კათოლიკენი და ნუ დამიწყებთ მორალის კითხვას.
პასუხი არის მარტივი: კანონი უნდა კანონობდეს!
აღარ მოხდება ამ ქვეყანაში “გიგილუციები” და რევოლუციები!
გააგრძელეთ თქვენი “დოიკოტი” და ფრთხილად, ყურებზე ხახვი არ დააჭრათ ვინმეს!
პოლიციელებზე მოძალადე ლაზარე გრიგორიადისი ჩაუყენეთ აქციებს სათავეში – უფრო “ომახიანად” ისვრის ტ*აკში!
და გილოცავთ – გიორგი სანაიას და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დამკვეთობაში მავანთა მიმართ ბრალმდებლები და ბრალდებულად წოდებულნიც ერთ ნავში სხედხართ ახლა და არ დანებდეთ – მსგავსი ერთობა გაფრთიანებთ…”,- წერს მამაცაშვილი.