“შევამოწმეთ ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, დარღვევა არ დაფიქსირებულა” – კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბრალდებას პასუხობს
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა”,- ამის შესახებ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადებაშია ნათქვამი.
“პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”,- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბაკურიანის წყალმა რამდენიმე ადამიანი მოწამლა.