ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

როგორც “ინტერპრესნიუსი” მოსამართლეზე დაყრდნობით წერს, უჩა აბაშიძეს 5 წლით, ხოლო მარიამ იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები