ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხვედრაზე.

ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები