Politico: უკრაინა შეძრწუნებულია – აშშ და რუსეთი არჩევნებს ითხოვენ

უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმებამ, შესაძლოა, ისინი ქვეყნის მომავლის შესახებ დისკუსიიდან გამოთიშოს,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის არჩევნების მოთხოვნით, მოსკოვი ვაშინგტონს შეუერთდა, ამან კი კიევში შეშფოთება გამოიწვია, რადგან ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, ვაშინგტონი და კიევი ომის შეწყვეტის საკითხში ერთმანეთს დააპირისპიროს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია აუცილებელი იქნება, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის ნაწილი.

„უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ომის დროსაც კი იმართება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მჯერა, რომ დემოკრატიისთვის კარგია. ძლიერი დემოკრატია არის ერთზე მეტი პოტენციური კანდიდატის ყოლა”,- განაცხადა კელოგმა.

როგორც “პოლიტიკო წერს, კელოგის შენიშვნებმა განგაშის ზარი გამოიწვია. კიევი, თავის მხრივ, შიშობს, რომ ამ მომენტში არჩევნების ჩატარება საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ერთიანობას და ქვეყანას გაუხსნის რუსეთის გავლენის დესტაბილიზაციას.

როგორც ცნობილია, კრემლში არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობა უკრაინის არჩევნების ჩატარება, თუმცა განაცხადეს, რომ სანამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ დამყარდება, საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები