ავსტრალიის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად მოზარდი დაიღუპა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოპულარული ტურისტული ადგილის მახლობლად, ზვიგენის თავდასხმის შედეგად მოცურავე გოგონა დაიღუპა,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შემთხვევა ბრიბის კუნძულზე, ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე მოხდა.

„ქალი ცურავდა, როცა ზვიგენმა დაკბინა. მან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო“, – თქვა პოლიციის სპიკერმა.

მედიის ცნობით, მსხვერპლი 17 წლის გოგონა იყო.

ცნობილია, რომ კუნძულ ბრიბის ირგვლივ ბევრი ზვიგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები