FT: იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პოლიტიკაში ბრუნდება

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პოლიტიკაში ბრუნდება და ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს,- ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მისი პოლიტიკაში მოულოდნელი დაბრუნება ხდება მაშინ, როდესაც სკანდინავიური ქვეყანა აშშ-ევროკავშირის პოტენციური სავაჭრო ომისთვის ემზადება. ასევე, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის კოალიციური მთავრობა დაიშლება ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გამო.

როგორც Financial Times-ი წერს, სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო 2000-2001 და 2005-2013 წლებში, ამიერიდან ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.

მედიის ინფორმაციით, სტოლტენბერგის ერთ-ერთი პირველი სამუშაო ნორვეგიის პერსპექტივასთან გამკლავება იქნება, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები