ABC News: მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილება სააგენტოში მიმდინარე არეულობის ფონზე ხდება და წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.