პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

პროტესტის ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.

მათი მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 68-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები