DW: პანამა ჩინეთთან ერთობლივი არხის პროექტიდან გამოდის

პანამა ჩინეთის პროექტს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“-ს დატოვებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები პანამის არხის სავაჭრო მიზნებით გამოყენების სფეროში თანამშრომლობდნენ.

აღნიშნულის შესახებ პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მე მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გაცნობებთ: ჩემი მთავრობა არ განაახლებს 2017 წლის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ინიციატივის შესახებ. ჩვენ შევისწავლით პროექტის ვადაზე ადრე დასრულების შესაძლებლობას”,- განაცხადა მულინომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ მას არ სურს, რომ პანამის არხს ჩინეთი მართავდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები