თურქეთში სატვირთო მანქანა ხიდიდან გადავარდა – არიან დაღუპულები

თურქეთში, ქალაქ შანლიურფას ბირეჯიკის რაიონში, სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც იგი სხვა მანქანებს შეეჯახა და რამდენიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად ხიდიდან გადავარდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები