ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა.
მასკის თქმით, ის ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც დაეთანხმა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ “USAID-ს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა”.
“ფორბსის” ინფორმაციითვე, სენატორმა ჯონ ერნსტმა თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ არსებობს “ნამდვილად კარგი პროამერიკული პროგრამები”, რომლებზეც USAID-ი მუშაობდა, ისინი უნდა გადავიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხისმგებლობის ქვეშ და დარწმუნდნენ, რომ სათანადო ზედამხედველობით იფუნქციონირებენ.