პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მომიტინგეების ნაწილი აქციას თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან საპროტესტო მარშით შეუერთდა.

პროტესტის ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.

მათი მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 65-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები