გიორგი ჩაკვეტაძე PACE-ს დატოვებაზე: ამ რეზოლუციით შეურაცხყოფა მიაყენეს 1 მილიონ 120 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და აბუჩად აიგდეს ქართული სახელმწიფო, სწორედ ამიტომ, ამ ასამბლეაში ქართული დელეგაცია მუშაობას წყვეტს
„ქართული ოცნების” პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე დამტკიცებულ რეზოლუციას და ქართული დელეგაციის მიერ მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, ამ რეზოლუციით შეურაცხყოფა მიაყენეს 1 მილიონ 120 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და აბუჩად აიგდეს ქართული სახელმწიფო. მისივე თქმით, საქართველოს მომავალს ხალხი წყვეტს და მისი ბედი კოლექტიური გონჩარენკოების გადასაწყვეტი არასდროს არ გახდება.
„ჩვენი სამშობლოს მომავალს ქართველი ხალხი წყვეტს!
საქართველოს ბედი კოლექტიური გონჩარენკოების გადასაწყვეტი არასდროს არ გახდება!
ამ რეზოლუციით შეურაცხყოფა მიაყენეს 1 მილიონ 120 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და აბუჩად აიგდეს ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, ამ ასამბლეაში ქართული დელეგაცია მუშაობას წყვეტს. საქართველო კი, ორგანიზაციის წევრად რჩება.
წინა მოწვევის პარლამენტში, PACE-ში ქართული დელეგაციის წევრი ვიყავი. არაერთხელ გვინახავს უსამართლო გადაწყვეტილებები, მაგრამ დღევანდელი დღე ნამდვილად კულმინაცია იყო.
მადლობა ჩვენს დელეგაციას ეროვნული ინტერესების გულანთებული დაცვისთვის!“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.