ნინო ფოჩხუა – PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე: მმართველმა პარტიამ ამით საბოლოოდ წერტილი დაუსვა უსამართლო შანტაჟს, მოქმედი ხელისუფლების დაუსაბუთებელ დამუნათებას და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ,,ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ წერტილი დაუსვა უსამართლო შანტაჟს, მოქმედი ხელისუფლების დაუსაბუთებელ დამუნათებას და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას”.

“ორი დღეა, თვალს ვადევნებდი იმ უმსგავსობას რაც საპარლამენტო ასამბლეაში ხდებოდა, დღევანდელ დღესაც ველოდებოდი, როცა საბოლოოდ უნდა დამტკიცებულიყო ჩვენი მტრების მიერ ჩვენი ქვეყნის “განადგურების” რეზოლუცია. რასაც ველოდებოდი ზუსტად იმის მოწმე გავხდი დღეს, სრულიად დაუმსახურებლად ევროასამბლეამ, ჩვენი ქვეყნისთვის, მიიღო სამარცხვინო რეზოლუცია, ასეთი, ალბათ ამ ასამბლეის არსებობის მანძილზე არ მიღებულა. სირცხვილი დღევანდელ იმ ევროდეპუტატებს, ვინც გაიყიდა და სიცრუეზე მოაწერა ხელი. ნუთუ იმაზე არ იფიქრეს, რომ უხეშად ჩაერიენ სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში? თუმცა მონა, როდის იყო რამეზე ფიქრობდა? ყველა ეს უარყოფითი ემოცია უცბად გამიქრა, როცა ტელეეკრანზე გამოჩნდნენ ჩვენი დელეგატები თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით. მე ვიყავი ამაყი, როცა ვუსმენდი წულუკიანს, პრინციპულს, ქვეყანაზე შეყვარებულ ქალბატონს. მიუხედავად იმისა, რომ ევროდეპუტატებმა “დაინდეს” ჩვენი დელეგაცია და არ შეუწყვიტეს უფლებამოსილება, იქ მყოფმა საქართველოს დელეგაციამ და თბილისში მყოფმა მმართველმა პარტიამ ერთობლივად მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შეწყვიტა მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში, ამით საბოლოოდ წერტილი დაუსვა უსამართლო შანტაჟს, მოქმედი ხელისუფლების დაუსაბუთებელ დამუნათებას და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. გილოცავთ, ჩვენ ამდენი წლის შემდეგ ნამდვილად შევდექით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა”, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები