“როგორც ირკვევა, შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გამოძიებას ინფორმაციას უმალავს!” – ჩიხელიძე

“როგორც ირკვევა, შვეიცარიული ბანკი  Julius Baer-ი გამოძიებას ინფორმაციას უმალავს!”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო სკანდალია.

“აღნიშნული საერთაშორისო სკანდალია, რადგან დაუშვებელია საგამოძიებო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა და მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვა. როგორც ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, მათ ასევე მაშველი რგოლის როლი ითამაშეს ბაჩიაშვილისთვის, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს (დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი) გლობალური მოთამაშეები, ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებენ. რა თქმა უნდა აღნიშნული ორი ფაქტი, არა შემთხვევითობა, არამედ კოორდინირებული მუშაობის მაგალითია, შვეიცარიული ბანკი და გლობალური ომის პარტია, ბიძინა ივანიშვილის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს, რადგან მან სამშობლოს ინტერესები, მათ ინტერესებზე მაღლა დააყენა და საქართველოს ომში ჩართვაზე პრინციპული უარი განაცხადა!”,- წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები