გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც განადგურდა კერძო კლინიკა და დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები,- ინფორმაციას, უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
კერძო კლინიკაზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 6 ადამიანი, ხოლო 21 პირი დაიჭრა, მათ შორის ერთი ბავშვია.
პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, 5 ადამიანი იმყოფებოდეს. საგანგებო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.