ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ძალაში შევა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ. ეს სანქციები დაუწესდება საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს პუტინს აბარებს. უკრაინამ სანქციები დააწესა პირადად ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების – 19 პირის წინააღმდეგ. სწორედ ისინი, ვინც ყიდის საქართველოსა და ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, მსოფლიოში ყველას, იმოქმედოს ანალოგიურად, იმოქმედოს პრინციპულად“, – ამბობს ზელენსკი თავის მიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, ჩინჩალაძე მიხეილი, ვახტანგ გომელაური, მდინარაძე მამუკა, ფარცხალაძე ოთარი, რუხაძე ირაკლი, მურუსიძე ლევანი, ჯაფარიძე ვიქტორი, სამხარაძე დიმიტრი, ხაინდრავა გიორგი, კობახიძე ირაკლი, კობახიძე გიორგი, შალამბერიძე ზვიადი, თადუმაძე შალვა, წულუკიანი თეა, ქარსელაძე ირაკლი, ბექაური კახა.