“ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა ასეთი განცხადება და თქვა, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში, მთავარია, თუ რა აღქმებია” – ირაკლი კირცხალია

“ნაცმოძრაობის“, ამ ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთმა ლიდერმა, კარგად გახსოვთ ჟურნალისტებსაც, საზოგადოებასაც, გააკეთა ასეთი განცხადება და თქვა, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში, პოლიტიკაში, მთავარია, თუ რა აღქმებია”, –  ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„რაც შეეხება პროტესტს, რომელსაც მესამე დღეა, უკვე ვაკვირდებით. ზოგადად, რა არის პროტესტის არსი, დავიწყოთ აქედან, როდესაც გამოდიხართ ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლება იცით როგორ დონეზეა ჩვენთან, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ. რას აპროტესტებ, რა მიზანი გაქვს და რა მოთხოვნა გაქვს. რასაც ვისმენთ მათი ლიდერებისგან და ვინც დააორგანიზა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ჩანან ახლა ესენი ფრონტზე და როგორც ვთქვით, არც ტრიბუნა აქვთ დამონტაჟებული, არც სიტყვით მიმართავენ. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. მოდით დავიწყოთ, ეს არის ყველაფერი აღქმების თეორია. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, ამ ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთმა ლიდერმა კარგად გახსოვთ ჟურნალისტებსაც, საზოგადოებასაც, გააკეთა ასეთი განცხადება და თქვა, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში, პოლიტიკაში, მთავარია, თუ რა აღქმებია. ზუსტად ამ აღქმებისა და თეორიების გაგრძელება იყო და მთავარი ჩონჩხი იყო შემდეგ ის ე.წ. მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნა, რომელიც ჩამოვიდა, ერთგვარი სცენარი და რომელსაც მიყვებიან. მიყვებიან უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო თვეებია. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ხომ? ძალიან შორეულ რეტროსპექტივაში რომ არ წავიყვანოთ ჩვენი საზოგადოება, დავიწყოთ, არჩევნების თემა, არჩევნების თემაზე ნახეს თუ როგორი პასუხი გასცა საზოგადოებამ მათ და მათივე პატრონებს, რომლებმაც სრული თვითლუსტრაცია განიცადეს განსაკუთრებით ბოლო თვეებში და ჩვენმა კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ამის თაობაზე“, – განაცხადა  კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები