მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივაზე პრეზიდენტს ხვდებიან

ამ წუთებში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივაზე პრეზიდენტს ხვდებიან.

“საჭიროა არჩეული ოპოზიციური დეპუტატების ერთად შეკრება და სწორედ აქ ვიწვეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან გაუწიოს ამ გაერთიანებას ლიდერობა. სახელი პირობითია – „სახალხო პარლამენტი“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს უკვე ერთობლივადაა გადასაწყვეტი. აქვე მინდა, გითხრათ, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ამ თავყრილობამ, ორგანიზაციამ, „სახალხო საბჭომ“ თუ „ალტერნატიულმა პარლამენტმა“, (სახელი მსჯელობის საკითხია) არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს დააკომპლექტებინოს სპეციალური ჯგუფი, დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება და ჩვენს პარტნიორებს წარუდგენს არჩეული ოპოზიციური პარტიების და ჩვენი ამომრჩევლების ხმას იმ გაყალბების შესახებ, იმ მიტაცებული არჩევნების შესახებ. თქვენ დღეს ყველამ მოისმინეთ”, – განაცხადა ხაზარაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები