სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა მას შემდეგ, რაც მანქანამ კონტროლი დაკარგა და შევარდა ხალხში, რომელიც შეკრებილი იყო ჩინეთის ქალაქ ჟუჰაის სპორტულ ცენტრში,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„სერიოზული და სასტიკი თავდასხმა მოხდა ჟუჰაის სპორტულ ცენტრში. ეჭვმიტანილმა მანქანა შეაჯახა ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ, რის შედეგადაც 35 დაიღუპა და 43 დაშავდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ 62 წლის ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, იგი დაკავებისას დანით ცდილობდა თვითდაზიანებას.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია იყო თუ არა ინციდენტი უბედური შემთხვევა.