თოვლი, ქარბუქი, შტორმული ღელვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია – ძლიერი და ქარბუქი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე შესაძლებელია 4-6-ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები