სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად,- ამის შესახებ “ბიბისი” ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს.
ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების ცენტრის (PVMG) ცნობით, მთა ლევოტობი ლაკი-ლაკი, რომელიც მდებარეობს კუნძულ ფლორესზე, ადგილობრივი დროით 23:57 საათზე ამოიფრქვა. ცეცხლოვანი ლავა და კლდეები კრატერიდან დაახლოებით 4 კილომეტრში დაშორებულ სოფლებს მოხვდა, დაიწვა და დააზიანა საცხოვრებელი სახლები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამოფრქვევამ შვიდი სოფელი დააზარალა. საგანგებო მდგომარეობა მომდევნო 58 დღის განმავლობაშია გამოცხადებული.
მთა ლევოტობი ლაკი-ლაკი ერთ-ერთი ცნობილი ვულკანური მწვერვალია კუნძულ ფლორესის აღმოსავლეთით. იგი გასული წლის დეკემბრიდან ამოქმედდა და უკვე იყო ოფიციალური გაფრთხილება 3 კილომეტრზე ახლო მანძილზე დარჩენის შესახებ.
გახანგრძლივებულმა ვულკანურმა აქტივობამ ამ წელს ცუდი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ეკონომიკაზე.
ასობით ადამიანმა დატოვა სახლები და თავს აფარებდა სკოლებში, ხოლო კეშიუს ფერმერები ჩიოდნენ, რომ მათი მოსავალი დიდი რაოდენობით ნაცარმა გაანადგურა.