გიორგი კალანდარიშვილი – გიორგი სიორიძის ქმედებებზე: კომისიის ერთ-ერთი წევრი საჯაროდ საუბრობს იმ დავალებებზე, შევიწროებაზე, რომელიც მას კომისიის ზემდგომი წევრის მხრიდან ჰქონდა – ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი

“კომისიის ერთ-ერთი წევრი საჯაროდ საუბრობს იმ დავალებებზე, შევიწროებაზე, რომელიც მას კომისიის ზემდგომი წევრის მხრიდან ჰქონდა”, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილი ცესკოს წევრის „ლელოდან“, გიორგი სიორიძის მიერ საარჩევნო კომისიის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას გამოეხმაურა.

„კომისიის ერთ-ერთი წევრი საჯაროდ საუბრობს იმ დავალებებზე, შევიწროებაზე, რომელიც მას კომისიის ზემდგომი წევრის მხრიდან ჰქონდა. იქ საუბარი იყო, რომ ოქმებზე არ მოეწერა ხელი და ასევე, საბოტაჟის შემცველ ინფორმაციაზე. თუ ეს დასტურდება, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ცესკოს წევრი ჩართულია ასეთი ტიპის მოქმედებებში და დავალებების განხორციელებაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები