ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა(ფოტო,ვიდეო)

ესპანეთში კოკისპირული წვიმა და სეტყვა მოხდა, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა.

“ბიბისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიები დახმარებისთვის ასობით ზარს იღებენ დატბორილ რაიონებში ჩარჩენილი ადამიანებისგან, ან ახლობლების მოსაძებნად, რადგან სასწრაფო დახმარების სამსახურები ზოგიერთ რაიონში მისვლას ვერ ახერხებს.

ვალენსიის რეგიონსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში დახურულია სკოლები.

ვალენსიის რეგიონის ლიდერის განცხადებით, მაშველებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს, თუმცა მათი რაოდენობა არ სახელდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია 10-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვალენსიის რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოსახლეობას შინ დარჩენისაკენ მოუწოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები