6 საქალაქო ღონისძიება, რომელშიც ჟვანიას სკოლა 2024 წელს ჩაერთო
ჟვანიას სკოლა ყოველწლიურად ერთვება რეგიონულ და საქალაქო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მუნიციპალური ინიციატივების მხარდასაჭერად და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისთვის; ასევე, მოსახლეობაში ზოგადი ერუდიციის დონის ზრდის წასახალისებლად. 2024 წელსაც იგი ტრადიციის ერთგული დარჩა და 6 საქალაქო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა:
1. ბოლნისობა 2024
22 სექტემბერს “ბოლნისობა 2024-ზე” სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სპეციალური ორსაათიანი პროგრამით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავდა ინტელექტუალურ და ფიზიკურ აქტივობებს. აღნიშნულ პროგრამას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი და ჩართულობა მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის სტენდი მოინახულეს ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა – სოსო კოპალეიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლის საარჩევნო კურატორმა – თემურ მენოგნიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა. მათ ჟვანიას სკოლის ღონისძიებაში ჩართულობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს მას სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისთვის.
2. მარნეულობა 2024
20 სექტემბერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა „მარნეულობა 2024“-ს შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში, სტენდზე გამოფენილი იყო მოსახლეობისთვის საჩუქრად განკუთვნილი, ბრენდირებული ნივთები და საკონდიტრო ნაწარმი.
“მარნეულობა 2024”-ის ფარგლებში, ჟვანიას სკოლამ ვიქტორინა მოაწყო ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, მათ შორის ჟვანიას სკოლის ამჟამინდელმა ან ყოფილმა ბენეფიციარებმა. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ.
სტენდი მოინახულეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ქენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილეებმა – როინ დეკანოიძემ და თემურ შუბითიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა. ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს ჟვანიას სკოლის უდიდეს სახელმწიფოებრივ მისიას, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობასა და მათი ინტეგრაციის პროცესს ემსახურება. ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა სკოლის სახელით სტუმრებს საჩუქრები გადასცა.
3. ახალქალაქობა 2024
5 სექტემბერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა „ახალქალაქობა 2024-ს” შეუერთდა. საქალაქო ღონისძიების ფარგლებში, ჟვანიას სკოლამ თავისი პროგრამები და კურსები გააცნო საზოგადოებას. დაინტერესებულმა პირებმა, ჟვანიას სკოლის კონსულტანტების დახმარებით, იქვე შეავსეს აპლიკაციები სასურველ კურსზე ჩასარიცხად.
სტენდი მოინახულეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, გუბერნატორის მოადგილეებმა, შოთა როსტიაშვილმა და მარინა გაჩეჩილაძემ, ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მასოიანმა, ნინოწმონდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა და ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების უფროსმა, ამალია მღდესიანმა. ბ-მა მელქონ მაკარიანმა სახელმწიფო ენის გავრცელების და განმტკიცების მხრივ სკოლის უმნიშვნელოვანეს მისიაზე ისაუბრა: „სიამაყით აღვნიშნავ, რომ მეც ჟვანიას სკოლის მსმენელი ვიყავი. თქვენი დამსახურებით ადგილობრივი მოსახლეობა კარგად საუბრობს ქართულ ენაზე. მადლობას ვუხდი სკოლას თავდაუზოგავი შრომისთვის, გაწეული დახმარებისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.“
4. ახალციხეობა 2024
30 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა შეუერთდა რაბათში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება “ახალციხეობა 2024-ს”.
ტრადიციულად, ჟვანიას სკოლამ სტუმრებს განსაკუთრებულად უმასპინძლა: სტენდზე გამოფენილი იყო ქართული ენის შემსწავლელი ბეჭდური და აუდიო სახელმძღვანელოები, 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და ბრენდირებული მასალა (მაისურები, ქუდები, ჭიქები, ჩანთები, ბლოკნოტები, კალმები). ჟვანიას სკოლის გუნდმა სტუმრებს ექსკლუზიური საკონდიტრო ნაწარმითაც უმასპინძლა, რომელიც შექმნილი იყო ჟვანიას სკოლის ლოგოსა და ბრენდბუქის გამოყენებით.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სტენდს ესტუმრნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და აღფრთოვანება გამოხატეს სკოლის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული აქტივობების მიმართ.
სტენდს ჟვანიას სკოლის ადგილობრივი ფილიალის ბენეფიციარებიც ეწვივნენ და ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთნენ. ვიქტორინა სამცხე-ჯავახეთის ისტორიას ეფუძნებოდა და მონაწილეთა ზოგადი განათლება წაახალისა. გამარჯვებულები ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდნენ.
5. გარეჯობა 2024
16 ივნისს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა “გარეჯობა 2024’’-ს შეუერთდა და მოსახლეობას უამრავი სახალისო სიურპრიზი შესთავაზა, მათ შორის:
1) ინტრეაქციული გიფერი – რომელიც მოკლე ვიდეოების დამოუკიდებლად გადაღების, ქიუარ კოდით დასკანერების და სოციალურ ქსელში ბმულის გაზიარების საშუალებას იძლეოდა; ასევე, ადგილზე ბეჭდავდა სადღესასწაულო ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს და სიმბოლურ საჩუქრად რჩებოდათ ჟვანიას სკოლის გულშემატკივრებს;
2) ბრენდირებული, ჰელიუმით დაბერილი ბუშტები;
3) სკოლის ბრენდბუქის მიხედვით შექმნილი ყვავილების თაიგულები;
4) სპეციალურად ჟვანიას სკოლისთვის დამზადებული, გემრიელი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც გაფორმებული იყო აღნიშნული სამთავრობო ორგანიზაციის ლოგოთი.
სტენდი მოინახულეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა – ლელა ფანოზიშვილმა. მათ ხაზი გაუსვეს ჟვანიას სკოლის უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფო ენის გავრცელება-განმტკიცებასა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.
საგარეჯოს და დავით გარეჯის მონასტრის ისტორიასთან დაკავშირებით მოეწყო ვიქტორინა. გათამაშებაში ყველა ასაკის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს სკოლის სახელით პრიზები გადაეცათ.
6. ნოვრუზ ბაირამი
21 მარტს კულტურული მრავალფეროვნების მხარდასაჭერად და ეროვნული ერთიანობის გასაძლიერებლად სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ნოვრუზ ბაირამი აღნიშნა და მარნეულის მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სტენდს ეწვია საქართველოს პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე. ცენტრის სტენდებზე გამოფენილი იყო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული აუდიო სასწავლო მასალა და კომიქსები, ქართული ენის სახელმძღვანელოები, სკოლის ინფორმაციული ბროშურები და პირველად გამოცემული, ორენოვანი ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერდა 2023 წლის განმავლობაში ჟვანიას სკოლის მიერ დასახულ მიზნებსა და მიღწეულ შედგებს
ნოვრუზ ბაირამის მონაწილეები, ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გავლის შედეგად, გაეცნენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებს. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით ქვიზებში, გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და დასაჩუქრდნენ.