“იახტების ჩამოყვანის საბაბით, მათ სხვადასხვა ბიზნესმენების კუთვნილი თანხები მიითვისეს” – გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ იტალიურმა კომპანიამ დავა წამოიწყო

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი წლებია – საქართველოში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, ოფიციალურად წარმოადგენენ იტალიურ კომპანია „აზიმუტ ბენეტი“ ჯგუფს – ეს ინფორმაცია დადასტურებულად გამოდგა ტყუილი.

ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, იახტების ჩამოყვანის საბაბით, მათ  სხვადასხვა ბიზნესმენების კუთვნილი თანხები მიითვისეს.

იტალიური კომპანია აპირებს, რეპუტაციული ზიანის აღსადგენად, თავად დაიწყოს დავა მათ წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა მათ დანაშაულებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები