ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები

ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლები ტრავმებისა და სხვადასხვა დაზიანების დროს აქტიურად გამოიყენებენ. ეს სამედიცინო საშუალებები,   ძირითადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციისა და   დაზიანებების მკურნალობის ან შესაბამისი დაავადებების პროფილაქტიკის დროს გამოიყენება.

დეტალურ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სამედიცინო პორტალზე Infomedical.ge.

განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები:

  • ორთოპედიული ფიქსატორები – სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. ”ახალი ხედვის“ მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იდაყვის, მკლავი, კოჭის, მენჯ-ბარძაყის, წელის, თითის, მუხლის, ტერფისა და სხივ-მაჯის ფიქსატორები.
  • ვარიკოზის სამკურნალო წინდები – ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. კომპრესიული წინდები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
  • ორთოპედიული ბალიშები – თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო ნივთებია. ორთოპედიული ბალიშების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ არასწორი ჯდომით, წოლით ან მგზავრობით გამოწვეული ზურგისა და კისრის ტკივილი. გარდა ამისა, მისი გამოყენება ხელს უწყობს  სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელის, თავის ტკივილის, გულძმარვისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას.
  • სუპინატორები – გამოიყენება ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პრობლემების სამკურნალოდ და პრევენციის მიზნით. სუპინატორები ხელს უწყობს ტერფზე დატვირთვის შემსუბუქებასა და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ყავარჯნები, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები – აღნიშნულ პროდუქციას გამოიყენებენ ის ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი მხარდაჭერა გადაადგილების დროს. ეს პროდუქცია ეხმარებათ პაციენტებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და მაქსიმალურად ერგება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ეს სამედიცინო დანიშნულების ორთოპედიული პროდუქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელია, რადგან ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემის დროს და მკურნალობის პროცესის გამარტივებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები