მაჭარაშვილი – პრეზიდენტზე: მსოფლიო მასშტაბის ლიდერი ჰგონია თავი

“ახლა უკვე ფანტაზიებშია, კაბინეტს ქმნის, პრემიერების კანდიდატი ჰყავს, დაინაწილეს ალბათ მინისტრობის კანდიდატები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

“[ზურაბიშვილი] არა მარტო საქართველოს მართავს, გერმანიაში ჩავიდა და დაარღვია კანონმდებლობა, გერმანიასაც უთითებს, რა გააკეთოს. მსოფლიო მასშტაბის ლიდერი ჰგონია თავი. ამიტომაც, ერთადერთი რამ დაგვრჩენია – რომ იმპიჩმენტის წესი დავიწყოთ და 26-ში პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას საზოგადოებამ ოპოზიცია,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები