მიხეილ ყაველაშვილი: რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ევროკავშირის ან სხვა ქვეყნის ელჩი, გამოთქვას საკუთარი აზრი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით?

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ” უარყოს, რომ მათი გავრცელებულია ეს დეზინფორმაცია”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, „ფორმულასა” და NEWS.ON.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ელჩმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.”

მისი თქმით, ეს არის ქართულ პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევა და მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ გარე ძალებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან.

„ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, მაგალითად, ბილბორდებთან დაკავშირებით ჰერჩინსკის განცხადებები უკვე პირდაპირი ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში. რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ევროკავშირის ან სხვა ქვეყნის ელჩი, გამოთქვას საკუთარი აზრი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით? ეს არის პირდაპირი ჩარევა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თავი უნდა შეიკავონ შეფასებებისგან და საშუალება მისცენ ქართულ საზოგადოებას თავად აირჩიოს თავისთვის სასარგებლო ხელისუფლება”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები