ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბეს.

ოპერაციაში რამდენიმე ათეული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების „ფართო“ ტალღას სამხრეთ ლიბანში, ბექაას ხეობაში ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში იბომბება „ჰეზბოლას“ რაკეტის გასაშვები ადგილები და იარაღის საწყობები.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ქალაქ მაისრაში სამი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები